ვინ ვართ ჩვენ?

Winestory ქართული ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ქმნის ახალ, უნიკალურ შესაძლებლობებს მცირე და საშუალო მეღვინეობებისთვის.

ჩვენი პლატფორმა არ არის უბრალოდ სავაჭრო სივრცე, სადაც მეღვინეები და ღვინის მოყვარულები ერთმანეთს უკავშირდებიან, ჩვენი გუნდი მთლიანად ორიენტირებულია, ხელი შევუწყოთ მეღვინეებს, რომ გაზარდონ საკუთარი ცნობადობა და აითვისონ ციფრული არხები.

ჩვენ შესახებ

როგორ გავხდე პარტნიორი?

იმისთვის, რომ თქვენი ღვინო ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე მოხვდეს, შექმენით პროფილი, დაარეგისტრირეთ მაღაზია და ატვირთეთ საკუთარი პროდუქცია.

თვენ შესაძლებლობა გექნებათ სურვილისამებრ მართოთ თქვენი გვერდი, მოაგროვოთ გამომწერები, შესთავაზოთ მათ აქციები, გაუზიაროთ საიხლეები და ა.შ. თუმცა, თუკი ონლაინ მაღაზიის მართვა თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს, შეგვიძლია ეს საქმიანობაც ჩვენს თავზე ავიღოთ!

რას მიიღებთ ჩვენგან?

  1. თუკი მცირე მეღვინე ხართ, ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ეტაპზე შეგიწყოთ ხელი განვითარებაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯერ პროდუქცია არ დაგიბრენდავთ, ჩვენი გუნდი შემოგთავაზებთ თქვენს ღვინოზე მორგებულ კონცეფციას და დაგეხმარებათ პროდუქტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში



  2. ჩვენ ყურადღებით მოვისმენთ თქვენი მარნის ან მეღვინეობის ისტორიას, ხოლო განსაკუთრებული ისტორიის მქონე მეღვინეებზე სიუჟეტსაც გადავიღებთ, რომელსაც თქვენი ფინანსებისგან დამოუკიდებლად, ჩვენს მედია საშუალებებში გავავრცელებთ, რითაც თქვენს ღვინოს ცნობადსა და მოთხოვნადს გავხდით.



  3. თქვენი პროდუქცია აქტიურად გარეკლამდება ჩვენს ყველა სოციალურ არხში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყოველი პარტნიორის ღვინოს პოპულარიზაცია ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე გავუწიოთ.