კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Winestory იცავს კონფიდენციალურობის პირობას და მიმართავს ყველა ძალღონეს, რათა არ მოხდეს მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციისას გამოყენებული/მოწოდებული ნებისმიერი კონფიდენციალური/პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება. ჩვენი პასუხისმგებლობა გამორიცხულია იმ შემთხვევაში, თუ კი ასეთი ინფორმაციის გამღავნება არ უკავშირდება წინამდებარე ვებ გვერდს ან/და არ გამომდინარეობს Winestory-ის ბრალით. კონფიდენციალურად ვერ ჩაითვლება ინფორმაცია, რომელიც სხვა რაიმე ხერხით ან/და მომხმარებლის ნებით გამჟღავნებულია საჯაროდ. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ვებ გვერდი იყენებს ე.წ. „ქუქი ფაილებს“ (მოკლე ტექსტური ფაილი, რომელიც ვებ ბრაუზერში ინახება) და Web beacon-ები, რომელმაც შესაძლოა შეაგროვოს თქვენი პერსონალური მონაცემები. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ვებ გვერდის გამოყენებით ზემოთ მითითებული და სხვა ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ გაამარტივოს, გააუმჯობესოს და ეფექტურად იმუშაოს ვებ გვერდმა. თქვენ, როგორც სხვა ზემოთ მითითებულ შემთხვევებში გაქვთ არჩევნის თავისუფლება, არ გამოიყენოთ წინამდებარე ვებ გვერდი, რათა არ მოხდეს ინფორმაციების დაგროვება და მიზნობრივი დამუშავება. თქვენ ამ გვერდზე რეგისტრაციით/ავტორიზაციით ან/და უბრალოდ მისი გამოყენებით ეთანხმებით მის გამოყენებას. 

პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა

პერსონალური მონაცემი წარმოადგენს ფიზიკური პირის იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ნებისმიერ ინფორმაციას. აქ მოცემული პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა ემსახურება იმ მიზანს, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა მიზნით და რა მხრივ შესაძლებელია მოხდეს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება. Winestory აცხადებს, რომ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება, მხოლოდ ვებ გვერდით განპირობებული მომსახურების შესასრულებლად და მასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველსაყოფად. პერსონალური მონაცემების დამუშავება შინაარსობრივად შესაძლებელია მოიცავდეს ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას, შენახვას, დაცვას, მომსახურებიდან გამომდინარე კონკრეტული მიზნით გამოყენებას და ამავე მიზნით ვებ გვერდთან აფილირებული მესამე პირებისათვის გადაცემას (მაგ: კურიერისთვის მიწოდებას, რათა შეკვეთა თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე მოგაწოდონ და დაგიკავშირდნენ თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით და სხვა.). 

ვებ გვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ავსებს ფორმას და განათავსებს თავის პერსონალურ მონაცემებს, რათა ისარგებლობს ვებ გვერდის მომსახურებით. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ Winestory-ის მთავარი დანიშნულებიდან გამომდინარე, აუცილებელია მომხმარებლის ასეთი ინფორმაციის დამუშავება, რათა თავიდან იყოს არიდებული მომსახურების განუხორციელებლობა ან/და არამართლზომიერი ქმედება. თქვენი მონაცემების მიხედვით მოწმდება თქვენი სრულწლოვნება და საჭიროა შეკვეთის შეუფერხებლად მოწოდებისთვის. 

მომხმარებელი ვებ გვერდზე რეგისტრაციისას/ავტორიზაციისას თავად ნებაყოფლობით აწვდის Winestory-ის თავის პერსონალურ მონაცემებს და თანხმობას აცხადებს მისი პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე და მის დამუშავებაზე. მომხამრებელს აქვს უფლება უარი განაცხადოს თავისი პერსონალური მონაცემების გამჟღავნებაზე და არ ისარგებლოს წინამდებარე ვებ გვერდით. დაუშვებელია, პერსონალური მონაცემების გარეშე მომსახურების მიღება, რადგან იდენტიფიცირებადი ვერ იქნება პირის უფლებამოსილება მსგავსი ტიპის მომსახურების მიღებაზე. ასევე, დაუშვებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი გზით გააყალბოს იგი. 

აღსანიშნავია ასევე, რომ ვებ გვერდს რჩება თქვენ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მესამე პირებისათვის ხელმიუწვდომელია. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ რომ თქვენ მიერ ვებ გვერდის გამოყენებით Winestory-ს შესაძლებელია მიეწოდოს თქვენი ანალიტიკური ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მხოლოდ მომსახურების გაუმჯობესებისათვის. 

თქვენ მიერ ვებ გვერდზე რეგისტრაცია ავტომატურად გულისხმობს თანხმობას თქვენი პერონალური და ანალიტიკური მონაცემების გამოყენებაზე, დამუშავებაზე და შეგროვებაზე. თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ და არ ისარგებლოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სერვისით. 

Winestory მიმართავს ყველა ხერხს რათა დაცული იყოს თქვენი უსაფრთხოება და არ იქნას ბოროტად გამოყენებული თქვენი კონფიდენციალური, პერსონალური ინფორმაცია/მონაცემები.

ინტელექტუალური საკუთრება

წინამდებარე ვებ გვერდზე განთავსებული ნებისმიერი მასალა/ინფორმაცია (აუდიო, ვიდეო, ჩანაწერი, ჩანახატი, ფოტო, კონტენტი, გარკვეული მასალის დიზაინი, ლოგო, მუსიკა, სარეკლამო/მარკეტინგული მასალა და სხვა), რომელიც განთავსებულია ვებ გვერდის ადმინისტრაციის მიერ წარმოადგენს Winestory-ის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაუშვებელია მათი ხელყოფა რაიმე გზით. 

ხოლო, ვებ გვერდზე რეგისტრირებული ანგარიშიდან გავრცელებული/ატვირთული ნებისმიერი მასალის/ინფორმაცის (აუდიო, ვიდეო, ჩანაწერი, ჩანახატი, ფოტო) შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის ავტორიზებული ანგარიშის მფლობელს/რეგისტრირებულ პირს. დაუშვებელია სხვისი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება და ამით მესაკუთრის უფლებების შელახვა. ასეთი შემთხვევის გამოვლენისას, Winestory მიმართავს ზომებს და ერთპიროვნულად გადაწყვეტს ასეთი ტიპის მასალის წაშლას/დაბლოკვას, იმ შემთხვევაში თუ ანგარიშის მფლობელი თავად არ მიიღებს საჭირო ზომებს. Winestory ვერ გააკონტროლებს ყოველ შემთხვევას და მათი უფლებების საკუთრების ფარგლებს და ინფორმაციას, მაგრამ აცხადებს მზაობას იმოქმედოს პლაგიატის წინააღმდეგ ასეთი შემთხვევებისას, როდესაც მისთვის გახდება ცნობილი და დადასტურებული. 

ვებ გვერიდის ადმინისტრაცია იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავტორიზებული/რეგისტრირებული ანგარიშიდან გავრცელდა ისეთი ინფორმაცია/მასალა, რომელიც ამორალურია, ლახავს/ზღუდავს მესამე პირის/პირთა წრის უფლებებს ან/და სხვა რაიმე საფუძვლით მიუღებელია მათი საჯარო სივრცეში გავრცელება ან/და კონკრეტულად აღნიშნულ ვებ გვერდზე, ასეთ ქმედებაზე პასუხისმგებელია თავად ანგარიშის მმართველი/მფლობელი. 

Winestory იტოვებს უფლებას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გააუქმოს ისეთი ანგარიში და შეუზღუდოს მომსახურებაზე წვდომა, რომლის ქმედება არ შეესაბამება კეთილსინდისიერებას და დაარღვევს აქ მოცემულ წესებსა და პირობებს.

დამატებითი პირობები

მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. თუ მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება არ იქნა მიღწეული, დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებით, მიუხედავად მისი მხარეების წარმომავლობისა, ადგილმდებარეობისა, ტერიტორიულობის, მომსახურების მიღების, ანგარიშსწორების და სხვა საკვანძო საკითხისა. 

წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ საკითხთან და მომსახურებასთან დაკავშირებით ნებისმიერ მიმოწერას აქვს იურიდიული ძალა. ნებისმიერი მიმოწერა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონულად/მატერიალურად, ვებ გვერდის, ელ.ფოსტის ან/და სოციალური ქსელის ან/და ფოსტის საშუალებით. აღნიშნული კომუნიკაციის დამადასტურებელი ჩანაწერები ინახება შემსრულებლის მიერ, რომელიც მიმართულია მხარეთა შორის მომავალში შესაძლო შექმნილი გარემოების შესახებ.

მხარეთა შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრება პერიოდი, რომლის განმავლობაში პირი არის რეგისტრირებული/ავტორიზებული ვებ გვერდზე. Winestory-ის მიერ ან/და მომხმარებლის მიერ პროფილის გაუქმება გულისხმობს მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტას.